1200 ლარიანი მხარდაჭერა ექვსი თვის განმავლობაში
მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ეტაპი. დახმარება გაიცემა მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. მიზნობრივი სოციალური დახმარებას მიიღებენ ის მოქალაქეებიც, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში. მათ ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ყველა მოქალაქე, რომელსაც მინიჭებული აქვს 100 000 ქულამდე და ოჯახში ჰყავს სამი შვილი, 16 წლამდე, ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარიან დახმარებას. 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი დაახლოებით 620 მილიონი ლარია. პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ახლა მთავარია მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება სწრაფად და დროულად მიიღონ.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
