ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან
გაგრაში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. დეფაქტო ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადყოფნას აცხადებს. ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის უწყების ინფორმაციით, 7 იანვრის დღის მეორე ნახევარში ხანძრების ლოკალიზება, მათ შორის გალის რაიონში, მოხერხდა, თუმცა დღეს დილიდან ოკუპირებული გაგრის რაიონში ცეცხლი კვლავ გავრცელდა. ტყე იწვის მეხანძრეებისთვის რთულად მისადგომ, მთიან რაიონებშიც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ახალი ათონის ტერიტორიაზეც. ასევე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა ტყვარჩელში
