საშობაო ნობათის დარიგება ხვალიდან დაიწყება
დღესასწაულზე შეგროვილი ტკბილეული ბავშვთა სახელებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება. პანდემიის გამო თბილისსა და რეგიონებში ალილოს ტრადიციული მსვლელობა წელს არ გაიმართა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ნობათი შეგროვდა , რომელიც სამების ახალგაზრდულ ცენტრში დახარისხდება და დარიგდება.
