სადღესასწაულო დღეების შემდეგ ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას ვარაუდობენ
. მათი განმარტებით კოვიდ ინფიცირებულთა მაჩვენებელმა შესაძლოა კვლავ საგრძნობლად იმატოს. რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკებში თავისუფალი ადგილები საკმარისია იმისთვის , რომ საჭიროების შემთხვევაში მძიმე პაციენტებს უმკურნალონ. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ მოუწოდებენ დაიცვან რეგულაციები და აცხადებენ, რომ ეპიდ სიტუაციის გართულება, შესაძლოა თებერვლის ბოლომდე გაგრძელდეს.
