კოვიდ19 კიდევ ოთხ პატიმარს დაუდასტურდა
პისიარ ტესტირება სულ 46 ადამიანს გაუკეთდა. მათ შორის არიან ახალდაკავებული ბრალდებულები, ასევე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით ყველა ინფიცირებული პატიმრის ჯან მრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ რცებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კოტაქტებს, მათი შემოწმება სწრაფი ანტიგენის ტესტებით მოხდა და ყველა პასუხი უარყოფითია.
