შორენა თეთრუაშვილი იზოლაციაშია
კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქო. განცხადებაში წერია, რომ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა პისიარ ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი.
