პოლიციამ "სახელოსნო" დახურა
კოვიდ რეგულაციის განმეორებითი დარღვევისთვის კოტე აფხაზის ქუჩაზე ბარი „ სახელოსნო“ დაიხურა . მას ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა. თავდაპირველად კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, მთავრობის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, 10 ათასი ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას . შსს -ს ცნობით ადმინისტრაციული სამართალდარღვეის შესასწავლად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.
