დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების კონტექსტში საქართველოზე საუბრობს და მაგალითად 2012 წლის არჩევნები მოჰყავს
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების კონტექსტში, საქართველოზე საუბრობს და მაგალითად 2012 წლის არჩევნები მოჰყავს. ის მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტს იხსენებს და განმარტავს, რომ არჩევნების მეორე დღეს ექსპრეზიდენტი დაარწმუნეს და ხელისუფლებაში დარჩენა გადააფიქრებინეს. ჯინ შაჰინი ამბობს, რომ ეს იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პირზე, რომელიც ამომრჩეველმა აირჩია.
