საშობაო წირვა ლოცვა ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარაში აღევლინა
ღვთისმსახურება პანდემიის გამო კოვიდ რეგულაციების დაცვით შესრულდა . მრევლს წესების დაცვისკენ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სასულიერო პირები და სტიქაროსნები მოუწოდებდნენ. დისტანციის დასაცავად მორწმუნეებისთვის ტაძრებსა და ეზოებში სპეციალური მონიშვნებიც გაკეთდა. წელს მრევლის განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი.
