წელს საშობაო "ალილო" არ გაიმართა კახეთშიც
წელს საშობაო ალილო არ გაიმართა კახეთშიც. გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში კი დილიდან მრევლს შემოწირულობა მიაქვს. ეპარქიას გურჯაანის მუნიციპალიტეტისგან პროდუქტი და სხვადასხვა სახის ტკბილეული გადაეცა. დილიდან სამების ტაძარში ხალხმრავლობა იყო. მსახურება სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და წესების სრული დაცვით შესრულდა .
