ბათუმში "ალილო" მრევლის გარეშე ჩატარდა
მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები მონაწილეობდნენ. მათ ხატებითა და გალობით მოიარეს ზღვისპირაქალაქი და ქუჩები აკურთხეს. მრევლმა კი ნობათი ტაძარში მიიტანა. საჩუქრები მოგვიანებით გადანაწილდება ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში.
