სამეგრელოში "ალილო“ წელს პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ტარდება
მსვლელობა არ მოეწყო, მაგრამ სამღვდელოება ადგილობრივ მოსახლეობას მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით ულოცავს შობას. რეგიონში მოქმედ ეკლესია-ტაძრებთან სასულიერო პირები დილიდან შეიკრიბნენ. მსვლელობის დროს შეგროვილი შემოწირულობა მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.
