ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სადღესასწაულო წირვა ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღავლინა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სადღესასწაულო წირვა ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღავლინა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. მორწმუნეებს კოვიდ წესების დაცვისკენ სასულიეო პირები და სტიქაროსნები მიუთითებდნენ. საშობაო ლიტურგია ზუგდიდში ტრადიციულად გვიან ღამით დაიწყო.
