საშობაო ღვთისმსახურება ბათუმში
წირვა-ლოცვა ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა. მრევლის სიმრავლით გამოირჩეოდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი, სადაც მსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა . მან მრევს ქრისტეს შობა მიულოცა. მორწმუნეები ტაძარსა და ეზოში კოვიდ წესების დაცვით გადანაწილდნენ.
