„დიდება დედოფალს“
ასე ჰქვია თათია სხირტლაძის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძის და ნანა იოსელიანის ცხოვრებასა და სპორტულ კარიერაზე გვიამბობს. კინოსურათი უკვე უჩვენეს არაერთი ქვეყნის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალზე, ახლა კი მის ნახვას ქართველი მაყურებელი ონლაინ პლატფორმაზე შეძლებს. ფილმის ჩვენება 9 იანვარს, კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე, ფეისბუქ ლაივში გაიმართება.
