ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები კვლავ სტიქიის ზონად რჩება
რეგიონში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, სამეგრელოში კი ხანძარი ორ კერაზეა დარჩენილი და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია ქედაში. კასპში, კი რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. გალის რაიონში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
