ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო ფრანგი საზოგადო მოღვაწის, ფრანსუა პინოს მილოცვა
ფრანსუა პინო ფრანგი მილიარდერი და ცნობილი კოლექციონერია. მას ვენეციაში ორი მუზეუმი აქვს, 23 იანვარს კი, პარიზში ახალ მუზეუმს ხსნის. 84 წლის ფრანსუა პინო, ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის რეიტინგულ სიაში 46-ი მილიარდი ამერიკული დოლარით, რიგით 26-ე ადგილზეა. ფრანგი მილიარდერის სახელს საქველმოქმედო საქმიანობაც უკავშირდება, მან ხანძრის შედეგად განადგურებული, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის, 100 მილიონი ევრო გამოყო.
