შობის დღესასწაული, ვაქცინაცია და შეზღუდვების შემსუბუქების ვადა
ამ საკითხებზე საკოორდინაციო საჭოს ფორმატში იმსჯელეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესის დაგეგმვა მიმდინარეობს. მისივე თქმით სამი ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა განიხილება, ცნობილია ისიც რომ ვაქცინაციის პროცესი რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებით დაიწყება.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებზე.
