ირანის ბირთვული პროგრამა
ირანში ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრების პროცესის დაწყება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც დაადასტურა. გამდიდრების პროცენტული მაჩვენებელი ბევრად აღემატება 2015 წელს შეთანხმებული ბირთვული გარიგების პირობას. ირანს ურანის გამდიდრებისთვის ზედა ზღვრად 3.67 პროცენტი ჰქონდა დაწესებული, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა სამოქალაქო მიზნებისთვის.
