შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატის ბედი ჯორჯიის შტატში, 6 იანვარს დაგეგმილი კენჭისყრის მეორე ტურით გადაწყდება
ამჟამად სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ და თუკი მის შენარჩუნებას შეძლებენ, საკანონმდებლო ინიციატივებისა და დანიშვნათა დაბლოკვის შესაძლებლობა ექნებათ. „ვაშინგტონ პოსტმა“ ტრამპის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯიის შტატის მდივანს, რესპუბლიკელ ბრედ რაფენ-სპერგერს ესაუბრება. ის რაფენ-სპერგერს არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას სთხოვს. დონალდ ტრამპი კენჭისყრის წინ ჯორჯიაში ჩავიდა, მომხრეებს შეხვდა და დემოკრატების მიერ არჩევნების მიტაცების მცდელობაზე ისაუბრა.
