მსოფლიო პანდემიის პირისპირ
გაერთიანებული სამეფოს ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების შეკავებას საყოველთაო შეზღუდვების გამკაცრებით ცდილობენ და სახლში დარჩენის შესახებ მოთხოვნის კანონში ჩაწერას გეგმავენ. ინგლისი კორონავირუსის ახალ შტამს ებრძვის და ყოველდღიურად 60 ათასამდე ახალ ინფიცირებულს ითვლის. დღეში 200 ათასით იმატებს კოვიდ 19-ის შემთხვევები შეერთებულ შტატებში, სადაც ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მიზნით საველე სამედიცინო პუნქტები შეიქმნა და მალე ექიმებს სამხედროებიც დაეხმარებიან. კორონავირუსთან გამკლავების მთავარ იარაღად ვაქცინაცია რჩება, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს.
