24 დეკემბრიდან 4 იანვრამდე მოხსნილი შეზღუდვების შედეგებს ეპიდემიოლოგები, მომდევნო დღეებში ელოდებიან
24 დეკემბრიდან 4 იანვრამდე მოხსნილი შეზღუდვების შედეგებს ეპიდემიოლოგები, მომდევნო დღეებში ელოდებიან, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ დაწესებულმა რეგულაციებმა შედეგი გამოიღო და ინფიცირების არეალი მნიშვნელოივნად შემცირდა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ მოხდება და შესაძლოა 16 იანვრის შემდეგაც ძალაში დარჩეს. კოვიდ ვითარებამ, შობის აღსანიშნავად დაგეგმილი დღის წესრიგიც შეცვალა. წელს, "ალილოს" მასშტაბური მსვლელობა არ იქნება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
