კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გუშინ დადასტურდა, ძველზე მეტად გადამდებია
კორონავირუსის ერთერთი შტამის ახალი სახეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გუშინ დადასტურდა, ძველზე მეტად გადამდებია. მისი თვისებები ძველი შტამის მაგვარია და იმ ვაქცინას ექვემდებარება, რომელზეც მსოფლიო მედიკოსებმა იმუშავეს. უჰანის პროვინციაში გამოვლენილი პირველი შემთხვევიდან ვირუსმა თითქმის 4 ათასჯერ იცვალა სახე, შესაბამისად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ე.წ. ბრიტანული შტამის აღმოჩენაში, საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
