„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრები საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებიან
„ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრები უერთდებიან. სხდომათა დარბაზში ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია და დღეიდან ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ. ორთვიანი პოლიტიკური პროცესის პირველი შედეგი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, პარლამენტში წარმოდგენილი პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრები დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და ავთო ენუქიძეა. დღეს ისინი, მმართველ პარტიასთან ერთად რიგგარეშე სხდომას დაეწრნენ, სადაც დეპუტატებმა მათი უფლებამოსილება სცნეს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
