ეპიდემიოლოგები მეცნიერებზე დაყრდნობით საუბრობენ, რომ კოვიდ 19-ის ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება განსაკუთრებით ახალგაზრდებში
კოვიდ 19-ის ახალი შტამი საქართველოშია , თუმცა მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით. ეპიდემიოლოგები მეცნიერებზე დაყრდნობით საუბრობენ, რომ შტამი სწრაფად ვრცელდება განსაკუთრებით ახალგაზრდებში . სიმძიმისა და ლეტალური შემთხვევების სიხშირით კი არსებული შტამისგან არ გამოირჩევა. ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას უკავშირდებოდეს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
