მეათე მოწვევის პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები შედიან
მეათე მოწვევის პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები შედიან. დღეს დავით ზილფიმიანის, გელა მიქაძისა და ფრიდონ ინჯიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებენ . ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე მიმართა. „ პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს არც ავთანდილ ენუქიძე. ცნობისთვის, პარტიის პირველ სამეულს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყვიტა.
