საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 316 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 316 ადამიანს დაუდასტურდა, 382 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 511 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 232 079 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 222 787, გარდაიცვალა 2 646 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 377, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4012 კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 763 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
