კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში
მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილია . ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 61-ე ადგილზეა. მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს იმსჯელებს. ცნობისთვის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყვიტა. რაც შეეხება ლევან მგალობლიშვილს, ის მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.
