სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა
პარლამენტმა პატრიორტთა ალიანსის სამი წევრისთვის, ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასათვის და გოჩა თევდორაძისთვის, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა, რითიც მათივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, თავად მიმართეს, ირმა ინაშვილმა დღეს ამ გადაწყვეტილებას, მათი სამაგალითო დასჯის მცდელობა უწოდა. ქართული ოცნება კი განმარტავს, თუ რატომ დაიწყო საკანონმდებლო ორგანომ, მანდატების შეწყვეტის პროცედურა პატრიოტთა ალიანსით. როგორც მმართველი გუნდი ამბობს, ეს იმიტომ მოხდა რომ ინაშვილის პარტიას, პროპორციული სია, ცესკოში ჩახსნილი არ ჰქონდა და სიის რამდენიმე წევრმა, პარლამენტში მუშაობის სურვილი ღიად დააფიქსირა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
