მაიკ პომპეო გიორგი გახარიას მადლობას უხდის
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ტვიტერის საკუთარ გვერძე, საქართველოს პრემიერ მინისტრთან და პრეზიდენტთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნოემბერში, თავისუფლების მოყვარული მეგობრების მხარდასაჭერად ჩამოვიდა. მაიკ პომპეოს გზავნილი მმართველი გუნდის წარმოამდგენლებმა, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების აღიარების დადასტურებად შეაფასეს და თქვეს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა და სახელმწიფო მდივნის ეს გამოხმაურებაც, სწორედ ამის ნათელი მაგალითია
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
