კორონავირუსის ახალი შტამები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ფიქსირდება
ბრიტანეთში გამოვლენილი ახალი სახეობა უკვე 30-ზე მეტ სახელმწიფოში აღმოჩნდა. გაერთიანებული სამეფო სწრაფად გავრცელებად შტამთან გამკლავებას ვაქცინაციითა და შეზღუდვების გამკაცრებით ცდილობს. ამ დროისთვის მეცნიერების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინები მუტირებული კორონავირუსისადმიც ეფექტურია. დღეიდან გაერთიანებულ სამეფოში ფაიზერ-ბიონტექის გარდა, ვაქცინაცია ოქსფორდისა და ასტრაზენეკას თანამშრომლობით შექმნილი ვაქცინითაც მიმდინარეობს.
