ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით უყრის კენჭს
დოკუმენტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილეს, კანონმდებლებმა გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ კანონპროექტი გარკვეულ დანაშაულებებზე სასჯელის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ შემსუბუქებას მოიცავს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დანაშაულის კატეგორიას.
