ახალი წლის დადგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ტრადიციულისგან განსხვავებით, უჩვეულო გარემოში აღინიშნა
ახალი წლის დადგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ტრადიციულისგან განსხვავებით, უჩვეულო გარემოში აღინიშნა. მართალია, ზოგ ქვეყანაში მასშტაბურ ფეიერვერკებზე უარი არ უთქვამთ, თუმცა ბევრგან სრული შეზღუდვების გამო, მასობრივი შეკრება აკრძალული იყო. ხალხმრავლობა, კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, ერთეულ ქვეყნებში მაინც დაუშვეს.
