ეკონომიკის მინისტრის მილოცვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კი ახალ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში შეხვდა და ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს ახალი წელი პირადად მიულოცა. სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ, 2021 წელს. მინდა, ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახალ წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს,“ - განაცხადა მინისტრმა.
