მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 84 მილიონს უახლოვდება
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 84 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილია მილიონ 820 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 60 მილიონამდე პაციენტი განიკურნა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ სტატისტიკაში ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობით ლიდერი ისევ შეერთებული შტატებია, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლების გამო დიდ ბრიტანეთში დროებითი ჰოსპიტლების ამოქმედება გახდა საჭირო.
