შეზღუდვების განახლებამდე, საქართველოში, ზუსტად ერთი დღე რჩება
შეზღუდვების განახლებამდე, საქართველოში, ზუსტად ერთი დღე რჩება. ორი იანვრის შემდეგ სავაჭრო მოლები და სხვა ობიექტები ისევ დაიხურება. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, კოვიდ სტატისტიკაში სტაბილიზების ტენდენცია შეინიშნება, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ შესაძლოა იანვრის მეორე ნახევარში, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
