"ნაცმოძრაობის" კონცერტი რეკომენდაციების დარღვევით
ბათუმში კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო, წელს საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან კი მოსახლეობა მხოლოდ ფოტოების გადასაღებად მივიდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები არც ამჯერად გაითვალისწინეს. აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვები აქვთ გაშლილი, მათ საახალწლო კონცერტი გამართეს, სუფრა გაშალეს და მხარდაჭერებთან ერთად ახალი წლის დადგომა რეკომენდაციების დარღვევით იზეიმეს.
