ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს
ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ, ბატალიონის კაპელანმა მამა იოანე გელაშვილმა და მმართველმა რგოლმა პირად შემადგენლობას ახალი წლის დადგომა მიულოცეს. ბატალიონის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
