საახალწლო გალა-კონცერტი
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართა. წლევანდელი გალაკონცერტი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებული ფორმატის იყო. შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე იდგნენ, რომელიც რამდენიმე სართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენდა. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე იყო პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან. გალაკონცერტის მიმდინარეობისას, ახალი წელი მოსახლეობას დედაქალაქის მერმა მიულოცა. კონცერტი, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში გადაიცა.
