მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ უკვე 82 მილიონ 452 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ უკვე 82 მილიონ 452 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია მილიონ 800 ათასამდე პაციენტი, განკურნებულთა რიცხვი კი 58 მილიონ ნახევარია. ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოსდევს. რაც შეეხება კოვიდსტატისტიკაში მეექვსე ადგილზე მყოფ დიდ ბრიტანეთს, ეს ქვეყანა მსოფლიოში პირველია, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა დაარეგისტრირა. ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითაა შექმნილი. ბრიტანეთმა შეკვეთა 100 მილიონ დოზაზე გააფორმა.
