პოლიციამ კოვიდრეგულაციების დარღვევის 525 ფაქტიც გამოავლინა
პოლიციამ კოვიდრეგულაციების დარღვევის 525 ფაქტიც გამოავლინა. ბოლო 24 საათში იზოლაციისა და კარანტინის შესახებ წესები არ დაიცვა 95-მა მოქალაქემ, მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილდებოდნენ. მათ ორი ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი ოცი ლარით 430 ადამიანი დაჯარიმდა.
