ამნისტიის შესახებ კანონპროექტი გაფართოვდება
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი გაფართოვდება. პირვანდელ ვერსიაში არსებულ 44 მუხლს კიდევ 20-მდე დაემატება. შესაძლებელია, დეპუტატებმა გარკვეულ სასჯელზე ერთი მეოთხედით შემცირების შესახებ იმსჯელონ. შესაძლებლია, შემსუბუქება შეეხოს მაგალითად 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილს, რაც ნარკოდანაშაულს გულისხმობს, ასევე ეკონომიკურ დანაშაულებს. დისკუსია გრძელდება ქალი მსჯავრდებულების თაობაზე. გასარკვევი და დასაზუსტებელია, რა დათქმებით შეიძლება საპატიმროში მყოფ სტუდენტების შინაპატიმრობაში გადაყვანა. ყველა ეს დეტალი მეორე მოსმენამდე, 4 იანვრამდე უნდა დაზუსტდეს. „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულებს ეხება და ის პირველი მოსმენიოთ დამტკიცებულია.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
