რისთვის ითხოვენ ბოიკოტში დეპუტატები დეპუტატის ხელფასს
შეუსრულებელი სამუშაოსთვის მოთხოვნილი ხელფასი. დეპუტატები, რომლებიც ამ დრომდე არ მუშაობენ, ანაზღაურებას იღებენ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფთა ნაწილი ასე მოიქცა დაფინანსებასთან მიმართებაშიც. ხელახალი არჩევნების მოთხოვნის პარალელურად, არ იუხერხულეს და ბიუჯეტიდან თანხა მიიღეს. უხერხულობა არც ამჯერად ჩანს. მაგალითად, „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ფულს არამხოლოდ პარტიის ერთი წევრი, ლიდერებიც აიღებენ და ქველმოქმედებას მოახმარენ. არიან ისეთებიც, არაფრისთვის ხელფასის მოთხოვნას აქციების მომზადების საჭიროებით რომ ამართლებენ. „ქართული ოცნებისთვის“ ეს გაუგებრობა იმის ნიშანია, რომ ოპონენტებს შორის ნაწილი მაინც ხვდება, რომ უნდა გააკეთოს ის, რისთვისაც ამომრჩეველმა ხმა მისცა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
