გიორგი გახარიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ულოცავს
გერმანიის კანცლერი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. ანგელა მერკელი ორ ქვეყანას შორის სანდო პარტნიორობას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე საქართველოს გვერდით არის. გიორგი გახარიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეც ულოცავს. ფილიპ რიკერმა არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სატელეფონო საუბრისას შტატების წარმომადგენელს 132 მილიონი დოლარის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს, თუმცა თავდაცვა და უსაფრთხოება განსაკუთრებულად გამოიყო. პრემიერ-მინისტრმა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან წარმატებული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მისალოცი წერილი გამოქვეყნა ესტონეთის პრემიერ მინისტრმაც. იური რატასის განცხადებით, მის ქვეყანას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება, იყოს საქართველოს გულწრფელი და სანდო მეგობარი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
