კარლ ჰარცელის განცხადება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა. კარლ ჰარცელის სტუმრობა უკავშირდებოდა 2021 წლის პირველი იანვრიდან დაგეგმილ სიახლეს, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ შენგენის ზონაში შესვლის შემდეგ, არამედ ქვეყნიდან გამგზავრებამდე აქაც შეამოწმებენ. ელჩის განმარტებით, უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ ამ მონაპოვარის ბოროტად გამოყენების ფაქტები.
