ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე დეპუტატმა, რომლებიც საჯაროდ მანდატზე უარს ამბობენ, პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების ჩარიცხვა მოსთხოვა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე დეპუტატმა, რომლებიც საჯაროდ მანდატზე უარს ამბობენ, პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების ჩარიცხვა მოსთხოვა. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ არჩეული კანონმდებლები პარლამენტში შესასვლელად მზადყოფნას ამჟღავნებენ.
