პანდემიის მიუხედავად, ნიუ-იორკში ცდილობენ წინასაახალწლო ტრადიციები მაქსიმალურად შეინარჩუნონ
პანდემიის მიუხედავად, ნიუ-იორკში ცდილობენ წინასაახალწლო ტრადიციები მაქსიმალურად შეინარჩუნონ. თაიმს სკვერზე კონფეტის ყოველწლიური საცდელი გაშვება მოეწყო. ტესტის მიზანი ახალი წლის ღამისთვის ფერადი ქაღალდების ვარგისიანობის შემოწმებაა. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ თაიმს სკვერზე ერთ ტონა კონფეტის გაუშვებენ, თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით, მოედანზე ტრადიციული ხალხმრავლობა არ იქნება. თაიმს სკვერის საახალწლო ღონისძიებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და როგორც წესი, ერთ მილიონ ადამიანს მასპინძლობს.
