პანდემიის პერიოდში, ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობა დაიწყო პარლამენტმა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებულ შეღავათებს. გათვალისწინებულია ტურისტული სექტორიც, რომელიც 2021 წლის ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. ზამთრის კურორტებზე მოქმედ ტურისტულ კომპანიებს კი ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი მომავალი წლის ზაფხულამდე გადაუვადდებათ. საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით გავა დღევანდელ რიგგარეშე სესიაზეც.
