ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე კი არჩილ თალაკვაძეს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას
ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე კი არჩილ თალაკვაძეს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას. ვოლფგანგ სობოტკა წერილში აღნიშნავს, რომ მოხარულია თანამშრომლობით. აღნიშნავს, რომ კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევა საქართველოსაც და ავსტრიასაც უზარმაზარი გამოწვევების წინაშე აყენებს. კრიზისის დაძლევა კი მხოლოდ პარლამენტთა მონაწილეობით არის შესაძლებელი. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტში მალე იხილავს ოპოზიციასთან თანამშრომლობას. ამასთან, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველი კოლეგა ვენაში, 2021 წელს დაგეგმილ პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე მსოფლიო კონფერენციაზე მიიწვია.
