ესტონელი კოლეგის მილოცვა გახარიას
მისალოცი წერილი გამოქვეყნა ესტონეთის პრემიერ მინისტრმაც. იური რატასის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კიდევ უფრო განვითარდება ქვეყნებს შორის არსებული ბრწყინვალე ურთიერთობები. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ესტონეთს გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება, იყოს საქართველოს გულწრფელი და სანდო მეგობარი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
